9 ოქტომბერს 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის პირველ კორპუსში ( დარბაზის ფოიე ) თსუ რექტორი, აკადემიკოსი, ბატონი ჯაბა სამუშია და ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“ შეხვდება „1+4 პროგრამისა“ და თსუ-ს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს.
შეხვედრის მონაწილე სტუდენტებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია „ახალი თაობა პროგრესისთვის“ პროექტის „საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა“ და მასში მონაწილეობის შესაძლებობის შესახებ.
აღნიშნული პროექტის მიზანია: ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის, ინფორმირებულობისა და განათლების დონის ამაღლების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის, სახელმწიფო უწყებების მიერ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის გაცნობის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში მრავალი საინტერესო აქტივობა არის დაგეგმილი.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სსიპ-ი ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით.